გაკვეთილის გეგმა

საგანი  მათემატიკა
კლასი  მეხუთე
თემა- წესიერი და არაწესიერი წილადები.შერეული რიცხვები.
მიზანი-გავეცნოთ წესიერ და არაწესიერ წილადებს .შევძლოთ წესიერი და არაწესიერი წილადის 1 თან შედარება.
მასწავლებელი
ნელი ასანიძე
          მათ. V.2.     მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ და შერეულ წილადებს; უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს, მთელ და წილად ნაწილებს;
·      გამოსახავს ერთეულის ნაწილებს რიცხვით სხივზე და აღნიშნავს ტოლ  ნაწილებს; ითვლის ასეთი ნაწილების შესაბამისი ბიჯით (მათ შორის ერთეულის გავლით);

ნიმუში 1
   
 
ნიმუში 2


·      ადარებს ორ წილადს, მათ შორის წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით;
·      წერს შერეულ წილადს არაწესიერი წილადის სახით და პირიქით; ახდენს (წესიერი) წილადის ცნების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას და მსჯელობს მათ შორის კავშირებზე (წილადი, როგორც ორი ნატურალური რიცხვის გაყოფის შედეგის ჩანაწერი, ერთეულის ნაწილი, მთლიანი ჯგუფის ქვეჯგუფი და როგორც "რიცხვით სხივზე" გარკვეული ადგილი).

წინარე ცოდნის შეფასება:  წინარე ცოდნის შეფასება ხდება საშინაო დავალების ერთობლივი გარჩევისას.
მოსწავლეთა დაჯგუფების ხერხები: მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში მზაობის შესაბამისად(დიფერენცირებული), ინდივიდუალურად
საშინაო დავალება ირჩევა ერთობლივად. მუშაობის დროს ვიყენებ ,,შუქნიშნის“ ფერებს. გამოსაძახებელი ჩხირები.

სასწავლო მასალა: მოსწავლის რვეული, დაფა,ცარცი, ფერადი წებოვანი ფურცლები, ჩხირები, თაბახის ფურცლები, სტიკერები, ფერადი მაგნიტური ბურთულები,მარკერი,ფლომასტერები,ფორმატის ფურცელი.

გაკვეთილის აქტივობის ეტაპები
I ფაზა-,,წინასწარ“( მოსწავლეთა შემზადება)
·         საშინაო დავალების ერთობლივი გარჩევა( გამოძახება ჩხირებით)
·         წინარე ცოდნის გააქტიურება
I I ფაზა ,, განმავლობაში“
(ახალი ცოდნის აგება)
ახალი მასალის ახსნა
·         მუშაობა ჯგუფებში
·         (დიფერენცირება)
·         პრეზენტაცია
·         დაფასთან მუშაობა

I I I ფაზა ,,შემდგომ”
(ცოდნის განმტკიცება)
·         გაკვეთილის შეჯამება
·         საშინაო დავალების ინსტრუქციის მიცემა

შეფასება:
1.      როგორ ასრულებენ მოსწავლეები საშინაო დავალებას.
2.      რამდენად არიან ჩაბმულები საკლასო აქტივობებში და როგორია მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი.
3.      როგორ იქცევა მოსწავლე გაკვეთილის განმავლობაში და ჯგუფებში მუშაობის დროს;
4.      ვახდენ ფოკუსირებულ დაკვირვებას 4 მოსწავლეზე.





საგანი  მათემატიკა
კლასი  მეექვსე
თემა- ამოცანები ნაწილებზე
მასწავლებელი
ნელი ასანიძე
მათ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფითი რაციონალური რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მოცემული (მაგალითად, ხუთი, ექვსი ან შვიდი) ციფრებით ქმნის უდიდეს/უმცირეს (ხუთნიშნა, ექვსნიშნა ან შვიდნიშნა) რიცხვს;
·         გამოსახავს ათწილადებს სხვადასხვა სახით (მათ შორის რიცხვით სხივზე); წერს სასრულ ათწილადს წილადის სახით;
·         კითხულობს სასრულ ათწილადის ჩანაწერს; უთითებს თანრიგებს და ასახელებს ციფრთა მნიშვნელობებს თანრიგების მიხედვით; იყენებს ამ ცოდნას ათწილადების შედარებისა და დალაგებისას (მათ შორის რიცხვით სხივზე);
·         წილადის გამოსახულებაში უთითებს მის მთელ და წილად ნაწილებს, წილადის მრიცხველს და მნიშვნელს; იყენებს ამ ცოდნას წილადების შეფასების/შედარებისა და დალაგებისას;
·         გამოსახავს წილადს უკვეცი ფორმით; გამოსახავს წილადს სასრული  ათწილდით შესაბამის შემთხვევაში.
მათ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      იყენებს წილადის ძირითად თვისებას წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებისას; პოულობს მოცემული რიცხვის ნაწილს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს;
·      იყენებს რაციონალური რიცხვის ჩაწერის ევივალენტურ ფორმებს და არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებებს გამოთვლების გასამარტივებლად  (მაგალითად, მათი ზეპირად შესრულებისას);
·      ამრგვალებს ათწილადებს მოცემული სიზუსტით (მეათედისა და მეასედის); მიახლოებით პოულობს (სიზუსტის მითითების გარეშე) არითმეტიკული გამოსახულების მნიშვნელობას;
·      პოულობს უცნობ გამყოფს მოცემული განაყოფითა და გასაყოფით; ანალოგიურად პოულობს ერთ-ერთ უცნობ თანამამრავლს მოცემული მეორე თანმამრავლითა და ნამრავლით; ამოწმებს პასუხს.
მათ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      იყენებს ათწილადებზე გამრავლებას ზომის (სიგრძე, ფართობი, წონა, მოცულობა, ტევადობა) მცირე ერთეულის დიდ ერთეულთან თანაფარდობის გამოსახვისთვის;
·      ერთმანეთთან აკავშირებს სიგრძის, ფართობის და მოცულობის  შესაბამის ერთეულებს;
·      იყენებს პროპორციულობას და შეფასებას ბუნებისმეტყველების დარგებიდან მომდინარე ამოცანების ამოხსნისას (ამოცანები მასშტაბზე, ხსნარებზე, შენადნობებზე);
·      იყენებს დროის სარტყელების შესახებ ცოდნას, დროის ერთეულებს შორის თანაფარდობებს და შეკრება-გამოკლების მოქმედებებს დროის მონაკვეთის პოვნისთვის (მაგალითად პოულობს თბილისიდან დილის 6:00-ზე გაფრენილი თვითმფრინავის ბოსტონში ჩაფრენის დროს, თუ თბილისსა და ბოსტონს შორის განსხვავება 9-საათია, მგზავრობას კი 13 საათი ჭირდება).

წინარე ცოდნის შეფასება:  წინარე ცოდნის შეფასება ხდება საშინაო დავალების ერთობლივი გარჩევისას.
მოსწავლეთა დაჯგუფების ხერხები: მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში მზაობის შესაბამისად(დიფერენცირებული), ინდივიდუალურად
საშინაო დავალება ირჩევა ერთობლივად. მუშაობის დროს ვიყენებ ,,შუქნიშნის“ ფერებს.

სასწავლო მასალა: მოსწავლის რვეული, დაფა,ცარცი, ფერადი წებოვანი ფურცლები, ჩხირები, თაბახის ფურცლები, სტიკერები, ფერადი მაგნიტური ბურთულები,მარკერი,ფლომასტერები,ფორმატის ფურცელი.

გაკვეთილის აქტივობის ეტაპები
I ფაზა-,,წინასწარ“( მოსწავლეთა შემზადება)
·         საშინაო დავალების ერთობლივი გარჩევა( გამოძახება ჩხირებით)
·         წინარე ცოდნის გააქტიურება
I I ფაზა ,, განმავლობაში“
(ახალი ცოდნის აგება)
ახალი მასალის ახსნა
·         მუშაობა ჯგუფებში
·         (დიფერენცირება)
·         პრეზენტაცია
·         დაფასთან მუშაობა
·         დაადგინე და შეასწორე(კითხვა-პასუხი)
I I I ფაზა ,,შემდგომ”
(ცოდნის განმტკიცება)
·         გაკვეთილის შეჯამება
·         საშინაო დავალების ინსტრუქციის მიცემა

შეფასება:
1.      როგორ ასრულებენ მოსწავლეები საშინაო დავალებას.
2.      რამდენად არიან ჩაბმულები საკლასო აქტივობებში და როგორია მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი.
3.      როგორ იქცევა მოსწავლე გაკვეთილის განმავლობაში და ჯგუფებში მუშაობის დროს;
4.      ვახდენ ფოკუსირებულ დაკვირვებას 4 მოსწავლეზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий