შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმები
9-10 ქულა
7-8 ქულა
5-6 ქულა
1-4 ქულა
მათემატიკური ცნებების ტერმინების ცოდნა
ყოველთვის იცის ცნებები, განმარტებები. მოჰყავს მაგალითები
ძირითადად აყალიბებს მათემატიკურ ცნებებს, მოჰყავს ფორმულები და მაგალითები
არასრულყოფილად აყალიბებს მათემატიკურ ცნებებს. უჭირს მაგალითებისა და ფორმულების დახახელება
დახმარების გარეშე ვერ აყალიბებს მათემატიკურ ცნებებს, ვერ მოჰყავს მაგალითები
ცოდნის გამოყენება
ყოველთვის პოულობს ამოცანის ამოხსნის გზას, იშვიათად უშვებს შეცდომებს, იყენებს ცოდნას
ძირითადად პოულობს ამოცანისადმი ამოხსნის გზას, მაგრამ ხარვეზებით
არასრულყოფილად პოულობს ამოცანის ამოხსნის გზას. ვერ ასრულებს მას
დახმარების გარეშე ვერ პოულობს ამოცანის რომელიმე გზა, ვერ მიდის ცოდნის გამოყენებამდე
კავშირი მათემატიკურ გამოსახულებებსა და ამოცანებს შორის
ყოველთვის ამყარებს კავშირს სხვადასხვა ამოცანებსა და გამოსახულებებს შორის; იშვიათად უშვებს შეცდომებს, შედეგი მიღწეულია
ძირითადად ამყარებს კავშირს სხვადასხვა ამოცანებსა და გამოსახულებებს შორის
არასრულყოფილად ამყარებს კავშირს სხვადასხვა ამოცანებსა და გამოსახულებებს შორის
დახმარების გარეშე ვერ ამყარებს კავშირს მათემატიკურ გამოსახულებებსა და ამოცანებს შორის
გამოთვლები
გამოთვლები სწორია, თუმცა შეიცავს მექანიკურ შეცდომებს, არჩეული და გამოყენებული აქვს გამოთვლების ოპტიმალური ხერხი
გამოთვლები მეტნაკლებად სწორია, ტუმცა შეიცავს ტექნიკურ ხარვეზებს
არასრულყოფილად აკეთებს გამოთვლებს შედეგი არასრულყოფილია
გამოთვლები არ მეტყველებს ამოცანის გაგებაზე. შედეგი არაადეკვატურია
სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება
ყურადღებით ისმენს სხვების აზრს, აანალიზებს და კორექტულია
უსმენს სხვების აზრებს და ცდილობს იყოს კორექტული
ყოველთვის არ უსმენს, მაგრამ აქვს არაადეკვატური რეაქციები
არ უსმენს სხვების აზრებს, აწყვეტინებს


Комментариев нет:

Отправить комментарий